Skip to content Skip to footer

მეფუტკრეების კვალიფიკაციაც გაზრდილია და მომხმარებლის ცნობიერებაც – მეფუტკრე მარინე ქარდავა

კოოპერატივის „თაფლი კოლხურის“ წარმომადგენელი, თაფლის მწარმოებელი, მარინე ქარდავა, წლებია ტრენერია “საველე ბიზნეს სკოლაში”.

“აგრო სიახლეებმა” მეფუტკრე ქალბატონი “თბილისის თაფლის ფესტივალ 2023-ზე” გაიცნო.

მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა კავკასიის“ ორგანიზებით, საველე ბიზნეს სკოლაში მეფუტკრეები სპეც.ტრენინგებზე, თეორიასთან ერთად, გადიან პრაქტიკულ სწავლებას.

კოოპერატივში კი, თაფლის გარდა, ამზადებენ ფუტკრის რძეს და შხამს, ასევე ჭეოს და ყველაფერს, რასაც ფუტკარი იძლევა.

მარინე ქარდავა ამბობს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მეფუტკრეების კვალიფიკაციაც გაზრდილია და მომხმარებლის ცნობიერებაც.

როგორ მზადდება და რამდენად სასარგებლოა თაფლის კოსმეტიკა?– მეფუტკრე ქალების ამ წამოწყებას გაეცანით აქ ?

თბილისის თაფლის წლევანდელ ფესტივაზე “აგრო სიახლეებმა” აღმოაჩინა ასევე ფუტკრის აპითერაპიული პროდუქტები, რომლებიც აერთიანებს ფუტკრის რძით დამზადებულ სახის მკვებავ კრემს, ასევე დინდგელის ბაზაზე დამზადებულ დამწვრობის უნიკალურ მალამოს.

მეფუტკრეების ბიზნესის ამ დამატებით ხაზზე გაიგეთ აქ ?

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?