Skip to content Skip to footer

Corporate Knights-მა 2023 წლის ყველაზე „მწვანე“ კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ია, მეორე ადგილს კი Google-ი იკავებს.

რეიტინგის შედგენის პროცესში გათვალისწინებულია: 1.კომპანიების ძალისხმევა, საბაზრო კაპიტალიზაცია, 2.წარმოების პროცესში გამოყენებული პროდუქციის ხარისხი, 3.გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი, 4.კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მცდელობა და 5.მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჭვირვალობა.

რეიტინგი მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში ოპერირებენ.

უმაღლესი შედეგები ამერიკულმა ტექნოლოგიურმა, საფინანსო და IT კომპანიებმა აჩვენეს.

მსოფლიოს ყველაზე „მწვანე“ კომპანიები ათეული ასე გამოიყურება:

1. Apple | აშშ
2. Google | აშშ
3. Deutsche Telekom | გერმანია
4. Verizon | აშშ
5. Tesla | აშშ
6. Agricultural Bank | ჩინეთი
7. TSMC | ტაივანი
8. Iberdrola | ესპანეთი
9. HP | აშშ
10. Contemporary Amperex | ჩინეთი

Leave a comment