Skip to content Skip to footer

მსოფლიოში ქარის გენერაცია 2027 წლისთვის 680 გვტ-ით გაიზრდება

მსოფლიო ქარის ენერგიის გლობალური საბჭოს (GWEC) პროგნოზით, 2027 წლისთვის მსოფლიოში ჯამური სიმძლავრით 680 გიგავატი სიმძლავრის ქარის ტურბინები დამონტაჟდება. ამის შესახებ MarketWatch იტყობინება.

2023 წელს მსოფლიო ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 1 ტვტ-ს მიაღწევს, ხოლო 2030 წლისთვის მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების და სხვა პრობლემების გადაჭრის შემთხვევაში, – 2 ტვტ-ს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი ობიექტების სიმძლავრე შეძლებს ელექტროენერგიით მოამარაგოს წელიწადში დაახლოებით 657 მილიონი სახლი.

ცნობისთვის, 2022 წელს ქარის ენერგიის განვითარებაში ლიდერი იყო ჩინეთი და ამ სტატუსს 2023 წელსაც შეინარჩუნებს – ნათქვამია კვლევაში.

უწყვეტი ენერგიის მიწოდებისა და კლიმატის მიზნების მიღწევის აუცილებლობა ქარის ენერგიას ზრდის ახალ ეტაპზე გადაიყვანს – აღნიშნავს GWEC თავის კვლევაში.

Leave a comment