Skip to content Skip to footer

ნიკა შენგელია ფასების რეგულირების მცდელობას მთავრობის მხრიდან პოპულისტობად აფასებს

პრემიერ მინისტრმა თებერვლის დასაწყისში, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში იმპორტიორების მხრიდან არასწორი მიდგომა უწოდა ფასნამატის სისტემას, ისინი ხალხის ხარჯზე გამდიდრებააში ეჭვმიტანილებად  და სამთავრობო გუნდს საკითხების შესწავლა, შესაბამისი რეაგირება და მაქსიმუმ 2 კვირაში სრული სურათისა და გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა. დაიწყო კანონპროექტის შექმნა, რომელსაც სურსათი უნდა გაეიაფებინა, თუმცა დროებით საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მიზეზად პროდუქტების გლობალური ფასების კლება დასახელდა, რაც საქართველოზეც გავრცელდება და ზედმეტი ხელოვნური ჩარება მთავრობამ ამ ეტაპზე საჭიროდ აღარ ჩათვალა.

სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის დარგში ექსპერტის ნიკა შენგელია ფასების რეგულირების მცდელობას მთავრობის მხრიდან  პოპულისტობად აფასებს და ამბობს, რომ სურსათის უმნიშვნელო გაიაფება მსოფლიო ტენდენციაა და არა ამ ხელისუფლების დამსახურება.

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?

Leave a comment