Skip to content Skip to footer

“პირში გემო” გვაქვს დაკარგული ამდენი უხარისხო პროდუქტით – ლევან ქოქიაშვილი

“ქართულ გასტრონომიას არაფერი ეშველება თუ არ დავიწყებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაათმაგებით წარმოებას,” – ამის შესახებ ” საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ქართული წარმოების პროდუქტი არასტაბილურია და ძვირია, ამიტომაც ფასები მიწევს ზემოთ, როდესაც ხარისხი არც თუ მაღალია.

“რასაც ვაკვირდები მომხმარებელი რთულად არჩევს მაგალითად როგორია ნაღდი 100% რძეზე დამზადებული სულგუნი და ფხვნილზე დამზადებული… ძალიან ბევრი ადამიანი ფხვნილზე დამზადებულს ანიჭებს უპირატესობას და უფრო ჯანსაღი, ხარიახიანი გონია…. “პირში გემო” გვაქვს დაკარგული ამდენი უხარისხო პროდუქტით. ქართული პროდუქტი – არ არის,” – წერს ქოქიაშვილი.

Leave a comment