Skip to content Skip to footer

პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა

2023 წლის იანვრიდან საქართველოში სხვადასხვა ტიპის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.

ამოქმედდა მთავრობის მიერ დამტკიცებული “ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილება შევიდა  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში.

რეგლამენტის მიზანი პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა.

შეზღუდვა ისეთ პარკებზე გავრცელდა, რომლებიც მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში პროდუქციის ასაწონად გამოიყენება.

2023 წლის ზაფხულიდან კი მეწარმეები ვალდებული იქნებიან ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დაიტანონ სიმბოლო ან წარწერა ქართულ, ან ინგლისურ ენაზე „ნარჩენებისთვის“.

რაც შეეხება რეგულაციის აღსრულებას, პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განახორციელებენ. 

Leave a comment