Skip to content Skip to footer

რამდენად სამართლიანია და აღსრულებადი საკანონმდებლო ბაზა, რითაც მეცხოველეობა რეგულირდება

რამდენად მისაღებია ბიზნესისთვის დაბეგვრა, გადასახადები, რეგულაციები რაც ქართველ მეცხოველე ფერმერებზე ვრცელდება რამდენად აღსრულებადია და სწორად მართული კანონი? – “აგრო სიახლეების ამ კითხვებს პასუხობს Land O’Lakes – ის დირექტორი:

“ნორმატიული აქტები, რაც დღეს საქართველოში ძალაშია და არეგულირებს მესაქონლეობის სფეროს, იქნება ეს ხორცის წარმოება-გადამუშავება, თუ რძისა და რძის პროდუქტების წარმოება-გადამუშავება, არის ძალიან ეფექტური და გამოცდილი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა, მგონია, რომ ქართული რეალობისთვის მათი ამოქმედება ჯერ ძალიან ნაადრევია. პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ფერმერებს და გადამამუშავებლებს ცოდნის არქონის და შეზღუდული შესაძლებლობების გამო. რეგულაციების აღსრულებაში უფრო მეტად პრობლემას ვხედავ პირველად წარმოებაში, ანუ ფერმერულ დონეზე, ვიდრე გადამუშავებაში, ” – ამბობს “აგრო სიახლეებში” Land O’Lakes – ის დირექტორი ლაშა ავალიანი.

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?

Leave a comment