Skip to content Skip to footer

რას აკეთებენ გოჭები ვენახში – ფრანგული მიგნება

საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში შამპანში ვაზის მოსავლელად გოჭებს იყენებენ, რომელთა დახმარებითაც მეღვინეები მცენარეთა სამკურნალოდ მავნე პესტიციდებს აღარ იყენებენ. ეს შინაური ცხოველი ფრანგ აგრონომებს სპეციალურად ჰყავთ შერჩეული, რადგან ფიზიოლოგიის თავისებურებების გამო გოჭებს თავის მაღლა აწევა არ შეუძლიათ და მოსავალს არ აზიანებენ. ამით გოჭებს ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაში წვლილი შეაქვთ.

ფრანგმა მეღვინეებმა გოჭები ამისთვის სპეციალურად  ახალი ზელანდიიდან ჩამოიყვანეს.

ცხვრებისგან განსხვავებით, რომლებსაც ევროპელები გაზონების მოსავლელად ხშირად იყენებენ, ღორები არა მხოლოდ “ჭრიან” სარეველას, არამედ მიწიდან ფესვებიანად იღებენ, რაც მის ხელახლა ზრდას უშლის ხელს.

საფრანგეთში  სასოფლოსამეურნეო მიწა ორგანულად ითვლება, თუ მის დასამუშავებლად ხელოვნური სასუქები და პესტიციდები არ გამოიყენება. ნიადაგის აღსადგენად მხოლოდ ბუნებრივ სასუქებს იყენებენ, ხდება მოყვანილი კულტურების სპეციალური კომბინირება და ისინი ერთმანეთს ცვლიან.  პარაზიტებთან საბრძოლველად კი მათი ბუნებრივი მტრები გამოიყენება. ამ გზით ორგანული პროდუქტების მწარმოებლები იცავენ როგორც ნათესებს, ასევე, ბიომრავალფეროვნებას სასოფლო-სამეურნეო მიწების მიმდებარე ტერიტორიაზე.

გასული წლის ივნისის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების  მიწის მთლიან ფართობში ორგანული ნიადაგის წილი 9.1 %-მდე გაიზარდა.

Leave a comment