Skip to content Skip to footer

„კეხურას ფაქტორი“ – რატომ არ იზრდება ფასი ქართულ ვაშლზე

აგროანალიტიკურ პორტალ East Fruit-ის ცნობით, სეზონის მოახლოების მიუხედავად, ვაშლზე ფასი არ იმატებს და ხილის ღირებულება 2019 წლის მაჩვენებელს უტოლდება. ვაშლის ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეული სირთულეები აქვთ რეალიზაციასთან დაკავშირებით. საუბარია იმპორტირებული ვაშლის რეალიზაციის დაბალ ტემპზეც.

მიზეზად, რომელიც წელს უარყოფითად მოქმედებს ვაშლის ბაზარზე, „კეხურას ფაქტორი“ სახელდება.

კეხურას ჯიშის ვაშლი საქართველოში დიდი რაოდენობით მოჰყავთ. საქმე იმაშია, რომ ამ ჯიშის ვაშლის ხე მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა, არის ძალიან უპრეტენზიო, პროდუქტიული. რაც სეეხება, ნაყოფს, კეხურას ვაშლი წითელი ფერისაა და, რაც მთავარია, ეს ვაშლი ჩვეულებრივ სარდაფებშიც კი კარგად ინახება.

როგორც წესი, კეხურას ჯიშის ვაშლი რუსეთში გადიოდა ექსპორტზე, თუმცა წელს, კეხურას ჯიშზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, რის მიზეზადაც რუსეთის მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი კლება და საქართველო-რუსეთს შორის ლოგისტიკის მთავარი პრობლემები სახედება. ვაშლის ქართველი მწარმოებლები იძულებული არიან პროდუქტი გაყიდოს შიდა ბაზარზე საკმაოდ დაბალ ფასებში.

ამ დროისთვის საქართველოს ხილის საცავებში ვაშლის მარაგი რეკორდულად მაღალია და არ გამორიცხავენ, რომ 2022 წლის მოსავლის ვაშლი ივნისის ბოლომდე ან თუნდაც ივლისის შუა რიცხვებამდე გაიყიდოს.

Leave a comment