Skip to content Skip to footer

რაში და რამდენს ხარჯავენ ადგილობრივი ვიზიტორები საქართველოში?

2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 204.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 361.1 ათასი ერთეული შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ოფიციალური სტატისტიკით,, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 248.3 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.9 პროცენტით და 182.4 ლარს უტოლდება.

გთავაზობთ. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი, კატეგორიების მიხედვით, ასე გამოიყურება”

  • საყიდლები – 59.2 ლარი;
  • საკვები და სასმელი – 42.6 ლარი;
  • ტრანსპორტი – 39 ლარი;
  • განთავსება – 10.4 ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 2 ლარი;
  • სხვა ხარჯები – 29.2 ლარი.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 317 000 ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 230 900 ვიზიტი თვეში).

საქსტატის თანახმად, 2022 წელს ვიზიტების უმრავლესობა (50.8%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.  

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.5% თბილისის მაცხოვრებელია, 13.1% გადანაწილდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებზე, 10.8% – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით იყო წარმოდგენილი.

Leave a comment