სიდრი მცირეალკოჰოლიანი ხილკენკროვანი ღვინოა, რომელსაც ვაშლის წვენის დადუღებით მიიღებენ. მას მწვანე კონცეფციით, სრული რეციკლირების პრინციპით, „სიდრის კლუბი ბაზალეთი“ ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზეც ყიდის და ექსპორტზეც. კომპანია უახლოეს მომავალში საკუთარ ბაზაზე სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებასაც განავითარებს. რა პოტენციალი აქვს ვაშლის ღვინოს ყურძნის ღვინის 8000-წლიანი ტრადიციების მქონე საქართველოში, – “აგრო სიახლეების” სიუჟეტი.