Skip to content Skip to footer

რეგიონებიდან შრომისუნარიანი მოსახლეობა გაედინება – მცირე და საშუალო ბიზნესასოციაცია

ბიზნესი კადრების დეფიციტზე დიდი ხანია საუბრობს. კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადება განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება და ფუნქციაა.

პროფესიული განათლების რეფორმა წლებია მიმდინარეობს. მისი მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის დასაქმებაში დახმარება, მეორე მხრივ, ბიზნესის პროფესიული კადრებით მომარაგებაა. რამდენად შედეგიანია რეფორმა, ამ დასკვნის გაკეთება იქიდანაც შეიძლება, რომ ბიზნესს წლების განმავლობაში კადრების დეფიციტი არა თუ შეუმცირდა, არამედ, კიდევ უფრო გაუმწვავდა, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. მუშახელის დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში, ხოლო ეკონომიკის დარგებს შორის – სოფლის მეურნეობაში. ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტიც, რომ რეგიონებიდან მაღალია შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინების მაჩვენებელიც.

პრობლემაზე “აგრო სიახლეებს” მიშა ჭელიძე, მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, ესაუბრება ?

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?

Leave a comment