Skip to content Skip to footer

როგორ ეხმარება იაპონია საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილებაში

ტყის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების შერბილების მიმართულებით, ტექნოლოგიური, ინტელექტუალური თუ მმართველობის სისტემებით იაპონია ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ითვლება. იაპონიის საელჩო წლებია საქართველოს აქტიურად ეხმარება გარემოს დაცვის მიმართულებით, სხვადასხვა პროექტებით მატერიალურ-ტექნიკური და საგანმანათლებლო რესურსებით.

“ჩვენთვის დიდი პატივია მხარი დავუჭიროთ საქართველოს სატყეო მეურნეობის რეფორმას, რომელიც ინიცირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან ერთად სიამოვნებით მოვინახულე ერთ-ერთი სერვის-ცენტრი, რომელიც შეიქმნა იაპონური დაფინანსებით და განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. იაპონიის 2/3 დაფარულია ტყით და ეს არის ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სულიერი შთაგონების ძალიან მნიშვნელოვანი წყარო. საქართველოშიც იგივეა. ასე რომ, ჩვენ ვახორციელებთ ამ პროექტს კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილების ხელშეწყობისთვის, ასევე უკეთესი მენეჯმენტის საშუალებით გვინდა მივაწოდოთ ადგილობრივ მოსახლეობას საწვავის მდგრადი წყარო, რათა თავიდან ავიცილოთ ტყეების სპონტანური განადგურება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ულამაზესი ბუნება სათანადოდ იქნება დაცული. რაც შეეხება იაპონია-საქართველოს თანამშრომლობას მაღალ ტექნოლოგიების მიმართულებით, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ჩვენ ამას ვახორციელებთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. იაპონიას მიზნად აქვს დასახული ნულოვანი ემისიის უზრუნველყოფა 2050 წლისთვის. სატყეო მეურნეობის გარდა, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ პროექტები სხვა სფეროებშიც – სოფლის მეურნეობაში ან ნარჩენების მართვაში, სამშენებლო ბიზნესში ან სხვა დარგში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოშიც ემისიების შემცირებას იაპონური ტექნოლოგიების გაზიარების გზით,” – ამბობს აკირა იმამურა, იაპონიის ელჩი საქართველოში.

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?

Leave a comment