Skip to content Skip to footer

რაზე უნდა მიიმართოს სახელმწიფო დაფინანსება, რომ ფერმერებამდე DCFTA-ის სიკეთე მივიდეს

ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით, – ესაა ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებსაც სახელმწიფოს ურჩევს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას.

კიდევ რა უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ გაზარდოს DCFTA-ის სიკეთე ფერმერებისთვის, მოუსმინეთ ISET-ის წამყვანი ეკონომისტს, სალომე გელაშვილს

შეგახსენებთ, დღეს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.

კვლევის დეტალებს გაეცანით აქ ?

Leave a comment