Skip to content Skip to footer

სად აწყდებიან სახელმწიფო სუბსიდიის მიმღები ფერმერები პრობლემებს

“პირველადიაგრო წარმოება გაზრდილია, სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული მშპ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა პრობლემა გვაქვს გასაღების ნაწილში,” – ამის შესახებ ISET-ის წამყვანმა ეკონომისტმა, სალომე გელაშვილმა, “აგრო სიახლეებს” განუცხადა საჯარო დისკუსიაზე, რომელიც გაიმართა თემაზე, – „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“

დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო.

როგორც ISET-ის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი გვეუბნება, ბენეფიციარ ფერმერებზე სახელმწიფო დახმარების გაცემის დროს არ არის გათვალისწინებული კომპლექსური ხედვა, წარმოებიდან რეალიზაციამდე.

სალომე გელაშვილი ასევე განმარტავს, რა ხარვეზებია სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რაც ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ აუთვისებლად ტოვებს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას ასეთია: ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით.

შეგახსენებთ, დღეს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.

კვლევის დეტალებს გაეცანით აქ ?

Leave a comment