Skip to content Skip to footer

სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაწვისთვის ჯარიმა დაწესდება

ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს გადაწვავს, დაჯარიმდება. სანქციების დაწესებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოიწონა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 1 ჰექტარზე 1 000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი – 2 000 ლარი.

როგორც მინისტრი შამუგია ამბობს, სამინისტრო  ყოველ შემოდგომაზე აკვირდება პროცესს და აღმოჩნდა, რომ ძირითადად კახეთის რეგიონში, ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ნიადაგს, ჰაერს და ხანძრის დიდ რისკსაც წარმოშობს.

„საჯარიმო სანქციები, ვფიქრობმნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და შევძლებთ, მავნე პრაქტიკა აღმოვფხვრათ, – ამბობს ოთარ შამუგია.

Leave a comment