Skip to content Skip to footer

საქართველო DCFTA-ის პოტენციალს ვერ იყენებს – ვიოლა ფონ კრამონი

“სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, ექსპორტის დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველო ვერ იყენებს ევროკავშირთან არსებული DCFTA-ს სრულ პოტენციალს,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ISET-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის DCTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების თემაზე ჩატარებული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი აზრით, სახელმწიფოს მიერ აგროსექტორში ჩადებული სუბსიდია არ ეხმიანება სექტორში არსებულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

“ევროკავშირის სტანდარტები ძალიან მაღალია,, რომელსაც ქართველი მწარმოებლების ნაწილი ვერ ამ დრომდე ვერ აკმაყოფილებს. ვხედავთ, რომ ევროკავშირში ექსპორტი არ იზრდება, იმ დროს როცა საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთში, ყაზახეთში და ა.შ. ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენს საქართველოს მივეცით შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს წვდომა ევროპის ბაზარზე,”- განუცხადა ევროპარლამენტარმა “აგრო სიახლეებს”.

კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული მშპ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა მხოლოდ პირველადი წარმოების ზრდის ხარჯზე და პრობლემა რჩება გასაღების ნაწილში.

ISET-ის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი, ასევე განმარტავს, რა ხარვეზებია სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რაც ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ აუთვისებლად ტოვებს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას ასეთია: ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით.

შეგახსენებთ, დღეს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.

კვლევის დეტალებს გაეცანით აქ ?

Leave a comment