Skip to content Skip to footer

სერბეთში ერთ-ერთი  უდიდესი ოქროს საბადო აღმოაჩინეს

სერბეთში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ოქროს საბადო აღმოაჩინეს. ის თავისი მასშტაბებით, მსოფლიოს 100 უდიდეს საბადოს შორის მოიაზრება.

ოქროს მსხვილი საბადო ჟაგუბიცას მუნიციპალიტეტშია აღმოჩენილი.

„ჩვენ ვიპოვეთ კიდევ ერთი საბადო უფრო მეტი ოქროს რაოდენობით, ვიდრე ჟაგუბიცეში. ახლა ტარდება დამატებითი შემოწმება, თუმცა წინასწარი შეფასებით, საქმე გვაქვს მსოფლიოს ას უმდიდრეს საბადოს შორის ერთ-ერთზე, ან იქნებ კიდევ უფრო მსხვილ საბადოზე“, -ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდ ვუჩიჩი.

როგორც სამთომოპოვების მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი დუბროვკა ჯედოვიჩ-ნეგრე ამბობს, ახალ საბადოს შესაძლოა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ სერბეთისთვის.

მისივე ინფორმაციით, სერბეთმა ბოლო ორი წელია მნიშვნელოვნად გაზარდა ოქროს რეზერვები. ამ დროისთვის ქვეყანას სამჯერ მეტი ოქროს რეზერვები აქვს, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

Leave a comment