Skip to content Skip to footer

ფორუმთეატრი ონში და ამბროლაურში- მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესში

2023 წლის 26  და 27 აპრილს ონში და ამბროლაურში ევროპის საბჭოს საინფორმაციო კამპანიის „შეცვალე სცენარი- შეასრულე შენი როლი“ ფარგლებში ფორუმთეატრი და დისკუსია გაიმართა. მიზანია  მონაწილეობითი დემოკრატიის ხელშეწყობა და მოქალაქეების როლის გაზრდა იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე.

ღონისძიებას დაესწრნენ მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, ჩაერთონ პოლიტიკის განსაზღვრაში ადგილობრივ დონეზე. მათ მიეცათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პერფორმანსში, ე.წ. ფორუმთეატრში და მიეღოთ შესაბამისი ზომები, რათა მათმა ქმედებებმა იქონიოს სასარგებლო გავლენა ადგილობრივ თემზე.  პერფორმანსმა წარმოაჩინა, თუ როგორ შეიძლება მცირე ინიციატივებმა და ინდივიდუალურმა ქმედებებმა მოიტანოს დიდი ცვლილებები და სარგებელი საზოგადოებისთვის.

გარდა პერფორმანსისა, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ  მომხსენებლების წარმატების ისტორიები და გამოწვევები, რაც უკავშირდება ადგილობრივ დონეზე,  მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას.

მონაწილეები ასევე გაეცნენ ინოვაციურ Uchange  მეთოდოლოგიას, რომელიც გამოიყენება მოქალაქეებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფეხურების გაცნობის მიზნით.

ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა (ონი- მერის მოადგილე, ამბროლაური- მუნიციპალიტეტის მერი) გახსნეს.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

Leave a comment