Skip to content Skip to footer

ქართველი მომხმარებლების სასურსათო კალათის ღირებულების ზრდა ხელფასების ზრდას აჭარბებს – East-Fruit

EastFruit-ის ანალიტიკოსებმა დაითვალეს, რა რაოდენობის პროდუქტის შეძენა შეიძლებოდა საქართველოში ბოლო წლების საშუალო ხელფასით.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2017 წლიდან მზარდია, თუმცა, ქართველი მომხმარებლების სასურსათო კალათის ღირებულების ზრდა ხელფასების ზრდას აჭარბებს. სწორედ ამის შედეგია, რომ სასურსათო კალათის მოცულობა, რომლის შეძენაც საქართველოს საშუალო მოქალაქეს შეუძლია, კლებადია.

2022 წელს, საქართველოს მოქალაქეს საშუალო ხელფასზე მეტი ხილის, თხილისა და ბოსტნეულის შეძენა შეუძლია, ვიდრე 2017 წელს: 23 სახეობის ხილიდან, თხილიდან და ბოსტნეულიდან, რომლებიც შედიან სასურსათო კალათში, მომხმარებელს საშუალო ხელფასით 2022 წელს, 16 შემთხვევაში, 2017 წელთან შედარებით, მეტის გადახდა შეეძლო. ასეთი პროდუქტების მსყიდველუნარიანობის საშუალო ზრდა 22%-ია.

ნიორი, კივი და ლიმონათი ის როდუქტებია, რომელიც 2022 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ გაძვირებულა. ყველა სხვა საქონელზე საცალო ფასები საშუალოდ 40%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ხილის, თხილისა და ბოსტნეულის მსყიდველობითუნარიანობას ქართული ხელფასის პირობებში, პროდუქტების უმრავლესობისთვის, 2017-2022 წლებში არც ზრდისა და არც კლების მკაფიო ტრენდი არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, ფასების დონის მუდმივი ზრდის პარალელურად, საქართველოში სურსათი, მათ შორის ხილი, თხილი და ბოსტნეული განუწყვეტლად ძვირდება. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობამ ამის გამო შეშფოთება გამოთქვა და გადაწყვიტა გაძვირების პრობლემის გადაჭრის გზები მოეძებნა.

Leave a comment