Skip to content Skip to footer

ყაზახეთი ხახვის ექსპორტზე მორატორიუმს კვოტით ჩაანაცვლებს

ყაზახეთი ხახვის ექსპორტზე მორატორიუმს გააუქმებს და დიდი ალბათობით საექსპორტო კვოტით ჩაანაცვლებს.

20 ათასი ტონა ხახვის  ექსპორტზე კვოტა 28 აპრილამდე იმოქმედებს, ლიმიტი ერთ აპლიკანტზე 500 ტონა იქნება.

შეგახსენებთ, ყაზახეთმა ხახვის ექსპორტი სამი თვით აკრძალა, რათა პროდუქტზე ფასების ზრდა შეეჩერებინა.

2023 წლის იანვარში, ცივი ამინდის შემდეგ, ხახვის მარაგების უმეტესობა განადგურდა და აზიის დანარჩენმა ექსპორტიორმა ქვეყნებმაც აკრძალეს ექსპორტი (ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთი).

ყაზახი ფერმერები მთავრობას ხახვის ექსპორტის აკრძალვის გაუქმებას სთხოვენ, იმის შიშით, რომ გაზაფხულზე პროდუქტი საცავებში გაფუჭდება.

Leave a comment