Skip to content Skip to footer

ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმის ზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

ძაღლის საბელისა ან ალიკაპი გარეშე ღია სივრცეებში გაყვანისთვის, ჯარიმა იზრდება.

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა.

წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

კანონპროექტი ეხება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

რა შენიშვნები აქვთ ცხოველთა დამცველებს და მეპატრონეებს კანონის პროექტის მიმართ, რომელმაც ცხოველების მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობის საკითხები ახლებურად უნდა დაარეგულიროს? რას იწონებენ ვეტერინარები და არასამთავრობო ორგანიზაციები? –დეტალებს გაეცანით აქ ?

Leave a comment