Skip to content Skip to footer

ხორცის გლობალური მოხმარება 2030 წლისთვის 14%-ით გაიზრდება – გაერო

ხორცის გლობალური მოხმარება 2030 წლისთვის, 2018-2020 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, შესაძლოა, 14%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ანგარიშში.

ექსპერტების აზრით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარება დასტაბილურდეს, რაც ადამიანებში მოხმარების უპირატესობების ცვლილებასა და მოსახლეობის ზრდის შენელებას უკავშირდება.

ხორცის ყველაზე მაღალ მოხმარებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოელიან. მაგალითად, ჩინეთი მსოფლიოში ძროხის ხორცის მეორე უმსხვილესი მომხმარებელია და 2030 წლისთვის, ბოლო 10 წლის 35%-იანი ზრდის ტემპთან შედარებით, ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება, დაახლოებით, 8%-ით გაიზრდება.

UNEP-ის წინასწარი პროგნოზით, 2030 წლისთვის ხორცის გლობალური წარმოება 5.8%-ით მოიმატებს, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაში, საჰარის სამხრეთ ქვეყნებში არის მოსალოდნელი. იქ ძროხის ხორცის წარმოება 15%-ით გაიზრდება. ასევე, 6%-ით გაიზრდება ხორცის წარმოება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში კი, პირიქით, 5%-ით შემცირდება.

გაეროს ექსპერტების აზრით, თუ ბაზარზე 2025 წლისთვის მეცხოველეობის შედეგად მიღებული ხორცის წილი 90% იქნება, 2040 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 40%-მდე დაეცეს.

Leave a comment