Skip to content Skip to footer

Visual Capitalist-მა ეკონომიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების რეიტინგი 2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსზე დაყრდნობით შეადგინა.რეიტინგი 30 მსხვილი სავაჭრო ეკონომიკის მიხედვითაა შედგენილი.

აღმოჩნდა, რომ დაბინძურების განსაკუთრებით მაღალი დონე იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ შედარებით დაბალია. აღნიშნულს ჰაერის ხარისხის კონტროლის ნაკლებად მკაცრი რეგულაციები, გადატვირთული სატრანსპორტო სისტემები და სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიული სექტორები განაპირობებს. მაღალი შემოსავლის ეკონომიკებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომია დასუფთავების ტექნოლოგიები.

მდგრადი ვაჭრობის ინდექსში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდოეთშია.

ინდექსში, ეკონომიკებს შორის დაბინძურების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალ ზელანდიაშია.

2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსი: ეკონომიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი ქვეყნების ათეული (PM2.5 ნაწილაკები ჰაერში თითო კუბურ მეტრზე)

  1. ახალი ზელანდია – 6 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
  2. ავსტრალია – 7 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
  3. კანადა- 7 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
  4. ამერიკის შეერთებული შტატები – 8 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
  5. ბრუნეი – 8 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
  6. გაერთიანებული სამეფო – 10 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
  7. რუსეთი – 12 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
  8. იაპონია -14 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
  9. პაპუა – ახალი გვინეა – 16 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
  10. ტაივანი – 16 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)

2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსი: ეკონომიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: (PM2.5 ნაწილაკები ჰაერში თითო კუბურ მეტრზე)

  1. ინდოეთი – 83 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
  2. პაკისტანი – 64 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
  3. ბანგლადეში – 64 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
  4. ჩინეთი – 48 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
  5. პერუ – 31 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
  6. მიანმარი – 30 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
  7. სამხრეთი კორეა – 27 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
  8. ტაილანდი – 27 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
  9. ჩილე – 24 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
  10. კამბოჯა – 22 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)

Leave a comment