Skip to content Skip to footer

გახრწნილი თევზი, ტოქსიკური სუნი, ინფექციის რისკი – უმძიმესი ეკოლოგიური ვითარება წალკის წყალსაცავზე

წალკის წყალსაცავის ნაპირზე უკვე რამდენიმე დღეა მძიმე ეკოლოგიური ვითარებაა. სანაპირო ზოლზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზია გამორიყული, ტერიტორიაზე კი მძაფრი, ტოქსიკური სუნი დგას. ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია თევზების მასობრივი დახოცვა. როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენი პარტნიორი „ტოკტვ რეგიონს“ ხუთი დღის წინ განუცხადა, შემთხვევის ადგილზე ნიმუშები უკვე აღებულია და ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში უნდა გასაჯაროებულიყო. თუმცა, დასკვნა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა და არც ის არის ცნობილი, როდის გახდება ცნობილი ზუსტი მიზეზი, რამაც წალკის წყალსაცავში თევზების მასობრივი დაღუპვა გამოიწვია. „აგროგარემო ტივისთვის“ 13 ივნისს ადგილზე ჩასულმა ეკოლოგმა ლევან ზაზაძემ შეაფასა. სპეციალისტი ამბობს, რომ ვითარება ყურადღებას და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს, რადგან დახოცილი თევზის ხანგრძლივად ღია სივრცეში დატოვება გარემოსა და ცხოველთა ჯანმრთელობისთვის დამატებით რისკებს ქმნის.