Skip to content Skip to footer

იაპონიამ მიიღო ახალი პოლიტიკა ენერგეტიკის, კლიმატის და მრეწველობის შესახებ

იაპონიამ მიიღო ახალი პოლიტიკა ენერგეტიკის, კლიმატის და მრეწველობის შესახებ. ახლადშემუშავებული კლიმატგონივრული პოლიტიკა 2040 წლამდე ენერგეტიკული და ინდუსტრიული მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს. ქვეყნის მთავრობამ ქვეყნის სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის ახალი სამიზნე მაჩვენებლებიც გაწერა. 

ახალი ეროვნული სტრატეგია, რომელშიც დეკარბონიზაცის სამოქმედო გეგმა 2040 წლამდეა გაწერილი, მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაადასტურა.

მთავრობის მოლოდინით, გატარებულმა ზომებმა უნდა უზრუნველყონ ბიზნესებისთვის სტაბილური პოლიტიკა, უნდა წაახალისოს დეკარბონიზაცია, სტაბილური ენერგომიწოდება და ეკონომიკური ზრდა.

იაპონიის განახლებული მიზანია, ნახშირბადის ემისიები 2013 წლის დონესთან შედარებით 2035 წლისთვის 60%-ით, ხოლო 2040 წლისთვის 73%-ით შეამციროს.

იაპონია აპირებს, რომ განახლებული სამოქმედო გეგმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმდინარე თვეში წარუდგინოს, რაც პარიზის შეთანხმების ნაწილია.

ქვეყანა ამჟამად ემისიების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, რადგან იაპონია კვლავ წიაღისეული საწვავის მოხმარებაზეა დამოკიდებული. მართალია იაპონიის მთავრობას 2030 წლისთვის ემისიების 46%-იანი შემცირება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ განახლებული მიზანი ბევრად ამბიციურია. 

განახლებული გეგმით, 2040 წლისთვის იაპონიის ელექტროენერგიის 50% მწვანე რესურსებზე უნდა მოდიოდეს, 20% კი – ატომურ ენერგიაზე. აქამდე იაპონიის მიზანი ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება იყო, განახლებული გეგმით კი ქვეყანა ახალი თაობის რეაქტორების აშენებას გეგმავს.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.