ოქროს ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა და ტროას უნციაზე (31,1034768 გრამი) $2000 გასული წლის 18 აპრილის შემდეგ პირველად გადააჭარბა.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს აპრილის ფიუჩერსების ფასი ტროას უნციაზე 27,4 დოლარით, ანუ 1,41%-ით, 2001,8 დოლარამდე გაიზარდა.
მაისის ფიუჩერსები ვერცხლზე 0,89%-ით გაიზარდა და უნციაზე 22,657 აშშ დოლარი შეადგინა.
ერთკვირიან ჭრილში უნცია ოქროს ფასი 4.5%-ითაა გაზრდილი., ხოლო ერთთვიან პერიოდში ძვირფასი მეტალი საერთაშორისო ბირჟაზე თითქმის 9%-ითაა გაძვირებული.
გაიზარდა ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციების ღირებულებაც.
რაც შეეხება, “შავ ოქროს”, ანუ ნავთობს, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – ბარელი Brent-ის ფასი დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დამატებით 1%-ით დაეცა და ამჟამად მისი ღირებულება 73 დოლარს შეადგენს.
ერთკვირიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 6%-ს აჭარბებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ნავთობი 33%-ითაა გაიაფებული.
დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება WTI Crude-თან მიმართებითაც.
მკვეთრად მცირდება რუსული ნავთობის ფასიც, ბარელი Urals-ის ღირებულება ბირჟაზე 48 დოლარს შეადგენს, მისი ფასი კი ერთ კვირაში 16.5%-ითაა შემცირებული.
დაღმავალი ტრენდია ბუნებრივ აირის ფასებზეც: ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე ერთ კვირაში 11%-ითაა შემცირებული და ამჟამად 39 ევროს შეადგენს.
მკვეთრად გაიაფდა ბრიტანული გაზის ფასიც, რომელიც ერთ კვირაში 25%-ითაა გაიაფებული.
გლობალური ბაზრის ანალიტიკოსების შესაფებით, საერთაშორისო ბირჟებზე არსებული დაღმასვლის ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური რისკების ზრდითაა განპირობებული. ამას კი, თავის მხრივ, მსხვილი ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების გაკოტრება იწვევს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ძვირდება ოქრო, ოქროს გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთან და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. ოქროზე მოთხოვნა იზრდება, როცა გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა და ნეგატიური მოლოდინები მძლავრობს. ოქროზე ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციად ითვლება და ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა რისკის ზრდის პარალელურად იმატებს.
ოქროზე მოთხოვნა მაშინ იზრდება, როცა გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა და ნეგატიური მოლოდინები მძლავრობს. ძვირფასი ლითონი ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციად ითვლება და ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა რისკის ზრდის პარალელურად იმატებს.
ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები მას, როგორც წესი, ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.