Skip to content Skip to footer

2023 წელი გასულ წელზე უფრო ცხელი იქნება

2023 წელი გასულ წელზე უფრო ცხელი იქნება. მეტიც, ვარაუდობენ, რომ ის უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი გახდება. ამის შესახებ BBC ავრცელებს ინფორმაციას UK Met Office-ზე დაყრდნობით.

მეტეოროლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება მე-10 წელი, როდესაც საშუალო ტემპერატურა იზრდება.

მეცნიერები დადასტურებით საუბრობენ, რომ გლობალური ტემპერატურის მატებას კლიმატური ცვლილებები იწვევს.

მთავრობები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან თანხმდებიან, რომ იზრუნონ ემისიის შემცირებაზე, რაც დედამიწას კლიმატური ცვლილებების ცუდი ეფექტისგან მეტ-ნაკლებად დაიცავს.

ჰაერის საშუალო ტემპერატურის მატება ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ დაიწყო. სწორედ ამ დროიდან ხდება მსოფლიოში დიდი რაოდენობით საწვავის მოხმარება, რაც ატმოსფეროში სითბური გაზების დაგროვებას იწვევს.

1850 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი წელი 2016 წელი იყო, როდესაც ჰაერის მკვეთრი დათბობა El Niño-ს ნაკადს უკავშირდებოდა. გასული სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებული სითბური ეფექტი კი La Niña-ს უკავშირდება. La Niña-ს ისეთი ინტენსივობით არ გამოიწვევს ტემპერატურის მატებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორითაც El Niño-ს დროს დაფიქსირდა. თუმცა მისი ეფექტი განსაკუთრებულია დედამიწის კონკრეტულ მონაკვეთებზე, მაგალითად, არქტიკაში.

ჰაერის ტემპერატურის მატება გავლენას ახდენს ადამიანებსა და ბუნებაზე. გახშირდა გვალვა, ხდება სხვადასხვა ტერიტორიის გაუდაბნოება და ამავდროულად, იმატებს სითბოსთან დაკავშირებული დაავადებები.

Leave a comment