2025 წლისთვის საშემოდგომო ნათესი ფართობები ბოლო ექვსწლიან მინიმუმზეა. საქსტატის აგროპორტალზე წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული. 2025 წლისთვის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობები 58.7 ათას ჰექტარს უტოლდება.
რაც შეეხება. საშემოდგომო წლების მიხედვით თესვის მაჩვენებლებს, 2020-2025 წლებში საქართველოში საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების (ხორბალი, ქერი) ნათესი ფართობები ასე გამოყურება:
2025 წელი – 58.7 ათასი ჰა.
2024 წელი – 63 ათასი ჰა;
2023 წელი – 66.7 ათასი ჰა;
2022 წელი – 67.1 ათასი ჰა;
2021 წელი – 64.2 ათასი ჰა;
2020 წელი – 59.4 ათასი ჰა;