Skip to content Skip to footer

მთავრობა ბიზნესის მძევალია – ეკონომისტი ლია ელიავა

პრემიერ მინისტრმა თებერვლის დასაწყისში, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში იმპორტიორების მხრიდან არასწორი მიდგომა უწოდა ფასნამატის სისტემას, ისინი ხალხის ხარჯზე გამდიდრებააში ეჭვმიტანილებად  და სამთავრობო გუნდს საკითხების შესწავლა, შესაბამისი რეაგირება და მაქსიმუმ 2 კვირაში სრული სურათისა და გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა. დაიწყო კანონპროექტის შექმნა, რომელსაც სურსათი უნდა გაეიაფებინა, თუმცა დროებით საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მიზეზად პროდუქტების გლობალური ფასების კლება დასახელდა, რაც საქართველოზეც გავრცელდება და ზედმეტი ხელოვნური ჩარება მთავრობამ ამ ეტაპზე საჭიროდ აღარ ჩათვალა.

მთავრობის გეგმას საუსრსათო ფასების რეგულირებაზე იწონებს ეკონომისტი ლია ელიავა. მისი აზრით, ეს კარგად აპრობირებული პრაქტიკაა და კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ეს გაბედული ნაბიჯი გადაედგა, თუმცა მას არც მთავრობის უკან დახევა უკვირს და ამბობს, რომ მთავრობა ბიზნესის მძევალია და მის საწინააღმდეგო პოზიციას მხოლოდ ფორმალურად აფიქსირებს, საქმით კი ყოველთვის ანგარიშს უწევს.

ლია ელიავასგან განსხვავებით, ბაზარზე უხეშ ჩარევად აფასებს ამ ყველაფერს ეკონომისტი ქეთი კრიალაშვილი და ამტკიცებს, რომ ეს რეალურად მოსახლეობისთვის სიკეთის მომტანი არ იქნება. იმავე აზრისაა ეკონომისტი ნიკა შენგელიაც. მისი შეფასებით ეს პოპულისტობაა და მეტი არაფერი.

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?

Leave a comment