Skip to content Skip to footer

21 მარტს  ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

.21 მარტს  ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

ღონისძიების ფარგლებში, ანიმირებული მანგას „ტყე ჩემი მეგობარია” ჩვენება გაიმართა, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძესთან, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან, UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნიკ ბერესფორდთან და იაპონიის ელჩის მოადგილე სუძუკი ტოშიუკისთან ერთად ესწრებოდნენ. 

ანიმირებული მანგას „ტყე ჩემი მეგობარია” ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და  ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობას ეძღვნება. ფილმი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა.  

ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ ახალგაზრდები ანიმაციის მე-2 ეპიზოდის საუკეთესო სცენარისთვის. კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამამ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გამოაცხადა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული: დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლე  ბარბარე არაბული;  ეკოკლუბი AIA (ნია ადეიშვილი და ნუცა ონოფრიშვილი) და მცხეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ქლოროფილი“  (ლუკა იმერლიშვილი, გიორგი ოდიშელიძე, მარიამ ქაცარავა, ქეთი გულბათაშვილი, ლიზი მრევლიშვილი, მარიამ თვალიაშვილი).

გამარჯვებულებს პრიზები და  საჩუქრები გადაეცათ. 

„ტყე სიმდიდრეა და  საქართველოსთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორიის 40%-ზე მეტი ტყითაა დაფარული. ეს პროექტი მაგალითია იმის, რომ ტყის დაცვას სიკეთე მოაქვს როგორც ეკონომიკისთვის, ისევე ნებისმიერი ადამიანისთვის. ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა უდიდეს როლს ასრულებს ტყის დაცვის საქმეში. ჩვენი ტყის დაცვის საინფორმაციო კამპანია აგებული იყო იაპინური მანგას სტილში გადაღებული ანიმაციის „ტყე ჩემი მეგობარია” გარშემო. მოხარულები ვართ, რომ ეს კრეატული პროექტი ინსპირაციისა და აქტივობის წყარო გახდა ბევრი ახალგაზრდისთვის საქართველოში“, – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში  ნიკ ბერესფორდმა. 

Leave a comment