Skip to content Skip to footer

კიმ ჩენ ინმა სამხედროებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ჩართვა მოსთხოვა

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ქვეყნის სამხედროებს მოუწოდა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ჩაერთონ. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის უამ­რავ პრო­ვინ­ცი­ა­ში შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი იზ­რდე­ბა.

38North.org-ის მონაცემებით, ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ასე­თი არამ­დგრა­დი 1990-იანი წლე­ბის შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა, როცა შიმშილით ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ამ ყველაფრის მი­უ­ხე­და­ვად, კიმ ჩენ ინის რე­ჟი­მი სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან დახ­მა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია.

ჩრდილო კორეის ხელისუფლება აპირებს, სამხედრო ნაწილებში ფერმები და სათბურები მოაწყოს. ასევე იგეგმება, საბრძოლო მასალის მწარმოებელი ზოგიერთი ქარხანა ტრაქტორებისა და სალეწი მანქანების საწარმოებლად გადაკეთდეს.

პარალელურად, ცდილობენ სამხედრო წვევამდელები დაარწმუნონ, გააგრძელონ სამსახური არანაკლებ სამი წლით, რათა ქვეყნის არმია „სასურსათო წარმოების გაზრდის მთავარ ძალად“ იქცეს.

შეგახსენებთ, მსოფ­ლი­ოს სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის მონაცემებით, 2022 წელს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მო­სახ­ლე­ო­ბის 40%-ზე მეტი, და­ახ­ლო­ე­ბით 10.7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, არა­საკ­მა­რი­სად იკ­ვე­ბე­ბო­და და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და.

Leave a comment