“სასოფლო-სამეურნეო ფასებზე მთავრობას მივცემდი რეკომენდაციებს, რომ გააძლიერონ ანტიმონოპოლიური და ამავდროულად მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონმდებლობა. კანონის აღსრულებისთვის კი საზედამხედველო ორგანოს ჩამოყალიბება,” – ამის შესახებ “აგრო სიახლეებს” ეკონომიკის დოქტორმა, ლია ელიავამ განუცხადა. მისი თქმით, ყველა ქვეყანაში მონოპოლიების რეგულირება მკაცრია, საქართველოში კი მთავრობა ბიზნესის მძევალია.
ის იწონებს მთავრობის გეგმას საუსრსათო ფასების რეგულირებაზე და იშველიებს საერთაშორისო პრაქტიკას. მისი აზრით, კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ეს გაბედული ნაბიჯი გადაედგა, თუმცა მას არც მთავრობის უკან დახევა უკვირს და ამბობს, რომ მთავრობა ბიზნესის მძევალია და მის საწინააღმდეგო პოზიციას მხოლოდ ფორმალურად აფიქსირებს, საქმით კი ყოველთვის ანგარიშს უწევს.
ლია ელიავასგან განსხვავებით, ბაზარზე უხეშ ჩარევად აფასებს ამ ყველაფერს ეკონომისტი ქეთი კრიალაშვილი და ამტკიცებს, რომ ეს რეალურად მოსახლეობისთვის სიკეთის მომტანი არ იქნება. იმავე აზრისაა ეკონომისტი ნიკა შენგელიაც. მისი შეფასებით ეს პოპულისტობაა და მეტი არაფერი.
სრული გადაცემა ნახეთ აქ ?