Skip to content Skip to footer

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაფართოებული სასათბურე მეურნეობა

მასალა მომზადებულია საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში

ამ სტატიით იმერეთეში მცხოვრებ ზურაბ ფხაკაძეს გაგაცნობთ, რომელიც რამდენიმე ათწლეულია ოჯახთან ერთად სასათბურე მეურნეობას უძღვება. ამჟამად მათი სათბური 10 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ამ საქმიანობას მისი ოჯახი უკვე 50 წელზე მეტია მისდევს. დროთა განმავლობაში მან სასათბურე ტერიტორია და სარეალიზაციო ბაზარიც გააფართოვა. სათბურში ზამთრის სეზონზე უმეტესად მწვანილი მოჰყავს. სეზონურად კი კიტრი და პომიდორი. 

გვიყვება, რომ თავდაპირველად ბოსტნეულის მოყვანა 5 000 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე დაიწყო. 

“5 000 კვადრატული მეტრზე დავიწყეთ ბოსტნეულის მოყვანა,რაც ახლა გვაქვს წლების ნაგროვები ფართობია, ტერიტორიის ზრდასთან ერთად თავისთავად ხარჯებიც იზრდება, ბოლო 10 წელიწადში 2-ჯერ ვისარგებლე საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსით და კმაყოფილი ვარ. ამ თანხით შევიძინე ყველაფერი, სათბურისთვის საჭირო რკინის მასალები, პოლიეთილენი და სხვა. ბანკმა ნამდვილად დიდი შეღავათი გაგვიწია, ისე ვერაფერს გავაკეთებდი ”.

50 წლის განმავლობაში სათბურის მართვის დიდი გამოცდილება დაააგროვა, თუმცა ამბობს, რომ სექტორში პრობლემა ბევრია, განსაკუთრებით კი რეალიზაციის საკითხს გამოყოფს. მაგალითად, ბოსტნეულის რეალიზაცია განსაკუთრებით ზაფხულში უჭირს, რადგან ამ დროს მოსავალი სხვა რეგიონებშიც მრავლადაა, შესაბამისად მყიდველის რაოდენობაც და ფასიც იკლებს. 

“ხარჯებისა და მოგების ზღვარზე გავდივართ” – გვეუბნება ფერმერი. 

ფერმერებს, კი ვისაც ზურაბის მსგავსად სათბურის მოწყობა სურს, მათთვის საჭირო აგრორჩევებს ამ ვიდეოთი გაეცნობიან. რას უნდა მიაქციონ ყურადღება სათბურის აშენებისას, როგორ უნდა შეარჩინონ ადგილი და სხვა. რჩევებისთვის ნახეთ ვიდეო, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერითააა მომზადებული.  

საქართველოს ბანკის აგრო ბიზნესის დაფინანსებისთვის მრავალ პროდუქტს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც სურს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყება, ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარება, შეუძლია მოითხოვოს აგროდაფინანსება მისთვის მოქნილი გრაფიკითა და სპეციალური საშეღავათო პირობებით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულზე: https://go.bog.ge/3RhlVUe