28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ “ექსპოჯორჯია”-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
გამოფენა თავს მოუყრის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ლიდერებს. მიზანია წარმოჩინდე სფეროს შესაძლებლობები და ადგილობრივ კომპანიები, ჩაერთონ ეკონომიკური წინსვლის პროცესში.
წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე კომპანია 6 სხვადასხვა ქვეყნიდან.
მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ პროდუქტი და მომსახურება, დაუკავშირდნენ მიზნობრივ ჯგუფებს, ინდუსტრიის პროფესიონალებს და პოტენციურ შემსყიდველებს.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და პროდუქციას, მათ შორის:
- თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
- ინოვაციური სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები
- ეფექტური სარწყავი სისტემები
- სარგავი და სათესლე მასალები
- უახლესი ტიპის სასუქები და პესტიციდები
- კვების მრეწველობის მრავალფეროვანი პროდუქცია
გამოფენის პარალელურად, 28 ნოემბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ექსპოჯორჯიას ტერიტორიაზე გაიმართება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დარგის აქტუალური საკითხები განიხილება.
გამოგენას “აგრო სიახლეებიც” დაესწრება და დეტალებს პირდაპირ მოვლენის ადგილიდან გაგაცნობთ.
