Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 31 (სეზონი 16)

🔴 რკინიგზა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად ითვლება, მაგრამ საქართველოში ზოგიერთ მონაკვეთზე საფრთხის წყაროდაა ქცეული. ვინ აკონტროლებს დაუცველ ლიანდაგებს, რატომ იხოცება პირუტყვი და რატომ რჩებიან მოქალაქეები რისკის წინაშე? რა პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და მოქალაქეს? სარკინიგზო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება დუმს. სპეციალური სიუჟეტი რკინიგზის უსაფრთხოებაზე ნახეთ “აგრო სიახლეებში”.

🔴2026 წლის ივლისიდან ფერმერებისთვის ახალი აგროპროგრამა ამოქმედდება. სახელმწიფო ამბობს, რომ იქმნება ერთიანი ბაზა, სადაც ფერმერული მეურნეობები დარეგისტრირდებიან და მხარდაჭერა უფრო მიზნობრივად გაიცემა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს თანადაფინანსებას — პროექტებზე, რომლებიც 100 ათასი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე მერყეობს. თუმცა ინიციატივას უკვე მოჰყვა კითხვები და პრეტენზიებიც. თუ საქსტატი უკვე აწარმოებს აგროსტატისტიკას, რატომ სჭირდება ქვეყანას ახალი რეესტრი? თუ წლების განმავლობაში დარგში მილიონები დაიხარჯა, რატომ რჩება სოფლის მეურნეობა ისევ მძიმე მდგომარეობაში? რამდენად ლეგიტიმურია ეს კრიტიკა და რამდენად პასუხობს ახალი პროგრამა იმ სისტემურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც სექტორი დღეს დგას? დეტალები “აგრო სიახლეებში”.

🔴სამი თვეა ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, მოსახლეობა უგზოდ ცხოვრობს. ქვათაცვენის შედეგად გზა ჩახერგილია და ადგილობრივების თქმით, სასწრაფო დახმარებაც კი ადგილზე საუკეთესო შემთხვევაში 30-40 წუთში აღწევს. შემთხვევის გამო 90-მდე ოჯახი იზოლაციაშია მოქცეული. ადგილობრივები გზის გახსნას, ფერდობის გამაგრებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

მაგდა პოპიაშვილი – თვითმმართველობის მკვლევარი.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარედან ადგილობრივები (სატელეფონო ჩანაწერი)

კახა კიკნაძე – ინჟინერ-გეოდეზისტი.

ბესო დალალიშვილი – მერის წარმომადგენელი სოფ ზვარეში (სატელეფონო)
ლადო ტალახაძე – სოფელ ზვარის დეპუტატი (სატელეფონო)
ზურაბ ტაბატაძე – სოფელ მოლითის გამგებელი (სატელეფონო)

ლევან ლოსაბერიძე – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის სარკინიგზო ექსპერტი.

უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.