Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 33 (სეზონი 16)

🔴ფერმერებისთვის აგროდაფინანსების წესები იცვლება. თუ აქამდე ფერმერების ბიზნესგეგმებს ბანკები აფასებდნენ, ახლა პროცესში სახელმწიფო ერთვება. რას უნდა ველოდოთ? – გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, თუ ბიუროკრატია? რას გვიჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა და რა რისკები ახლავს აგროდაფინანსების ახალ მოდელს საქართველოში?

🔴თუ აქამდე სახელმწიფო “შეღავათიანი აგროსესხის” პროცენტის 11 პროცენტს 48 თვის განმავლობაში აფინანსებდა, ახალი წესით სუბსიდირება 8 პროცენტი იქნება და 36 თვემდე შემცირდება. ერთი მხრივ, 8 მილიარდი ლარის აგროკრედიტი, 1.8 მილიარდი ლარის სახელმწიფო სუბსიდია და, მეორე მხრივ, შემცირებული ნათესი ფართობები, კლებადი აგროწარმოება და მაღალი აგროიმპორტი. რატომ ვერ გახდა ქართული სოფლის მეურნეობა თვითკმარი და რას შეცვლის აგროკრედიტის ახალი წესები?

🔴ცივი გაზაფხული და სეზონური წანაცვლება — ეს უბრალო დისკომფორტი კი არა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც პირდაპირ ურტყამს ქართულ სოფლის მეურნეობას. თბილი ზამთრის შემდეგ მცენარეები ადრე „იღვიძებს“, მაგრამ დაბრუნებული სიცივე ყველაზე სუსტ ფაზაში ხვდება მათ. ყველაზე დიდი ზარალი მოდის ხეხილზე, ვენახზე და ბოსტნეულზე — ყვავილობის პერიოდში რამდენიმე საათიანი ყინვაც კი საკმარისია, რომ მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდეს. დარტყმის ქვეშაა მეფუტკრეობაც. სეზონების არევა არღვევს მცენარეებისა და ფუტკრის სინქრონს, რაც ამცირებს დამტვერვას და საბოლოოდ მთელ აგროსისტემას აზიანებს. რა რისკების წინაშე დგას აგროსექტორი და როგორ შეიძლება მათი შემცირება? — დეტალებზე “აგრო სიახლებში”

🔴საქართველო შესაძლოა თაფლის ექსპორტზე ახალი მოდელით გავიდეს — განიხილება იდეა, რომ ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი ბრენდით წარსდგეს საერთაშორისო ბაზარზე. რას ნბნიშნავს ეს და რა გამოწვევები აქვს ქართვცველ მეფუტკრეებს დღეს?