🔴 გაჩეხილი ტყე, შეცვლილი ლანდშაფტი და მშენებლობა თბილისის ერთადერთი შემორჩენილი ტყე-ჭალის გულში. როგორ იქცა დიღმის ჭალები, რომელსაც გარემოსდამცველები დედაქალაქის ბუნებრივ დამცავ სისტემას უწოდებენ, სამშენებლო ინტერესების სამიზნედ? რატომ ამტკიცებენ აქტივისტები, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლება მათ გაფრთხილებებს უგულებელყოფდა და როგორ შეიცვალა სადავო ტერიტორიის სტატუსი სტადიონის მშენებლობამდე? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა უნიკალური ეკოსისტემის შესაძლო განადგურებაზე და რა საფრთხეებს უქმნის ეს პროცესი თბილისს კლიმატის ცვლილებისა და მზარდი წყალდიდობების ფონზე? დიღმის ჭალები, – ბრძოლა გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის და კითხვები, რომლებზეც პასუხების მიღებას მოქალაქეები დღემდე ცდილობენ. რატომ არის დიღმის ჭალები ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ტყე? რა რისკებს უქმნის თბილისს ამ ეკოსისტემის დაკარგვა და რატომ მიიჩნევენ სპეციალისტები, რომ აქ მიმდინარე პროცესები მხოლოდ გარემოს დაცვის საკითხი აღარ არის?
🔴გზებზე ნაგვის დაყრასა და პირუტყვის გადაადგილებაზე კონტროლი მკაცრდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც გზების დანაგვიანებისა და საგზაო უსაფრთხოების დარღვევებზე რეაგირებას უზრუნველყოფს. რა ფუნქციები ექნება ახალ სტრუქტურას და როგორ აპირებს სახელმწიფო გზებზე პირუტყვის გადაადგილების კონტროლს? დეტალები ჩვენს სიუჟეტში.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
ანა ტრაპაიძე – დიღმის ჭალების მცველი
ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.
ბესიკ დონაძე – კორუფციის მკვლევარი
ლაშა ფარულავა – „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
დავით მესხიშვილი – „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი