🔴რა ხდება წალკის წყალსაცავში, რომლის სანაპიროზე, ტონობით დახოცილი თევზი ირიყება. ტერიტორიაზე მძაფრი სუნი დგას. მიზეზი, რომელმაც თევზების მასობრივი დაღუპვა გამოიწვია, ამ დრომდე უცნობია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიმუშები რამდენიმე დღის წინ აიღო, თუმცა ლაბორატორიული დასკვნა ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა. ეკოლოგები შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ აფასებენ და აცხადებენ, რომ ლპობადი თევზის ღია სივრცეში დატოვება საფრთხეს უქმნის გარემოს, წყალსაცავის ეკოსისტემას, ცხოველებს, ფრინველებსა და ადამიანების ჯანმრთელობას. ვინ არის პასუხისმგებელი ტერიტორიის გაწმენდაზე? რას აჩვენებს ადგილზე გადაღებული ექსკლუზიური კადრები და რა ვერსიებს განიხილავენ სპეციალისტები თევზების მასობრივი დახოცვის მიზეზებთან დაკავშირებით? „აგროგარემო TV“ წალკის წყალსაცავიდან დეტალებით, ექსპერტების შეფასებებითა და ექსკლუზიური კადრებით.
🔴გზების მოვლა-შენახვას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს. 63-მილიონიანი ახალი სისტემა, 163 ახალი შტატი და ტექნიკის მასშტაბური შესყიდვა. ხელისუფლება ამბობს, რომ ძველი მოდელი აღარ მუშაობს, ოპონენტები კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს კერძო სექტორის ჩანაცვლებისა და ბიუროკრატიის გაზრდის მცდელობაა. რატომ ყიდულობს სახელმწიფო იმ ტექნიკას, რომელშიც ბიზნესმა უკვე მილიონები დააბანდა, ვინ გააკონტროლებს თავად სახელმწიფოს და როგორ უნდა აიცილონ გზებზე ცხოველების გამოჩენა ახალმა სამსახურებმა? ახალი ინიციატივის ყველა მხარე და მწვავე კითხვები “აგრო სიახლეებში”.
გადაცემაში მონაწილე რექსპონდენტები:
ლევან ზაზაძე – ეკოლოგი
ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.
თემურ ტყემალაძე – მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი.
ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
რევაზ სოხაძე – ინფრასტრუქტურის მინისტრი.
მზია გიორგობიანი -ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
სალომე წურწუმია – საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
პაატა ტრაპაიძე – “კავკასუს როუდ პროექტის” მმართველი პარტნიორი. ( Bm.ge-ის ჩანაწერი)
ტიტე ჯიშიაშვილი – “კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების” ხელმძღვანელი (Bm.ge-ის ჩანაწერი)
ბესიკ დონაძე – კორუფციის მკვლევარი.
გიორგი (გოგა) ხიშტოვანი – ეკონომისტი (Bm.ge-ის ჩანაწერი)
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.