🔴ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა სრულფასოვან ექსპლუატაციაში შევიდა. რა ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის პროექტი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის? გაიზრდება თუ არა ტვირთბრუნვა, გაიხსნება თუ არა ახალქალაქის სადგური ადგილობრივი ბიზნესისთვის და შეძლებს თუ არა საქართველო სატრანზიტო ფუნქციასთან ერთად ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას? რეგიონების მოლოდინები, ექსპერტების შეფასებები და BTK-ის განვითარების პერსპექტივები “აგრო სიახლეებში”.
🔴წალკის წყალსაცავზე კარანტინი გამოცხადდა და თევზაობა გაურკვეველი ვადით აიკრძალა. ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებს საჯაროდ არ გაუვრცელებიათ, თუმცა კარანტინის არსებობას გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ადასტურებენ. რა გახდა თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზი, როდემდე გაგრძელდება შეზღუდვა და რატომ არ ქვეყნდება ლაბორატორიული კვლევის პასუხები?
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
ლევან ლომსაძე – შპს Georail-consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი, აკადემიური დოქტორი სარკინიგზო ინჟინერიის მიმართულებით.
პაატა ცაგარეიშვილი – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი.
მახარე მაცუკატოვი – ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორი.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.