🔴კარტოფილის წარმოება წამგებიანი ხდება. გაძვირებული საწვავი, სასუქები და სათესლე მასალა, მუშახელის დეფიციტი, მოძველებული ტექნოლოგიები, არასაკმარისი სასაწყობო ინფრასტრუქტურა, არასტაბილური საექსპორტო ბაზრები და კლიმატური პრობლემები – ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართულ მეკარტოფილეობას აზარალებს. ქართული კარტოფილის კრიზისი, ფერმერების პრობლემები და ადგილობრივი წარმოების ბუნდოვანი მომავალი”აგროსიახლეებში.
🔴გახმარი ბაღები, განახევრებული მოსავალი, გაუარესებული ხარისხი და შემცირებული შემოსავალი, – ქართული თხილის წარმოება მძიმე გამოწვევების წინაშეა. გურიასა და სამეგრელოში ფერმერების ნაწილი მოსავალს უკვე თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდის, ზოგიერთმა კი მისი აღება საერთოდ აღარ ისურვა. ამას ემატება თხილის ბაღების მასობრივი ხმობა, რომლის გამომწვევი მიზეზებისა და მასშტაბების შესახებ კითხვები კვლავ არსებობს. რამდენად მომგებიანია დღეს თხილის წარმოება, რატომ კარგავენ ფერმერები შემოსავლის წყაროს და რას აკეთებს სახელმწიფო დარგის გადასარჩენად?
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
