Skip to content Skip to footer

IDFI საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საპენსიო რეფორმის გამოწვევების შესახებ კვლევა მოამზადა.

კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის პენსიის და სოციალური დახმარების მიმღებთა საერთო რაოდენობა 1.1 მლნ.-ს მიაღწევს. 2060 წლისათვის კი, ასაკით პენსიონერთა ხარჯები საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 30% იქნება, თუ არსებული 18%-იანი ჩანაცვლების კოეფიციენტი შენარჩუნდება.

აქვე განმარტებულია, რომ საქართველოში 2012-2022 წლებში ასაკით პენსიის მიმღებთა რიცხვი 125,440 ადამიანით (18.3%) გაიზარდა, ხოლო პენსია, როგორც ბიუჯეტის ხარჯების წილი — 16%-დან 19%-მდე (1.817 მლრდ. ლარით), რაც 2023 წლის ხარჯების 21%-ს მიაღწევს

IDFI – ანგარიშის თანახმად, მდიდარ ქვეყნებში საპენსიო ფონდების უკან  ხელშესახები ფისკალური რესურსი დგას, საქართველოში კი იმდენად მწირი, რომ საპენსიო დანაზოგების  გადასახადის გადამხდელების ფულით დაკომპენსირება წარმოუდგენელია. ამიტომ აქვს ღარიბი ქვეყნების საპენსიო აქტივების მმართველების შეცდომებს გაცილებით მაღალი ფასი, ვიდრე მდიდარი ქვეყნებისას. პენსიაზე გასვლისთვის საუკეთესო 10 ქვეყნიდან, ნორვეგია პირველ ადგილზეა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ რეკომენდაციები:

– გაფართოვდეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი და გონივრულობის ფარგლებში გაიზარდოს განთავსების რისკიანობა;

– გაიზარდოს ან გაუქმდეს უცხოურ აქტივებში ინვესტიციებზე ზღვარი, რათა მმართველმა თავად განსაზღვროს აქტივების რა ნაწილს განათავსებს  უცხოურ აქტივებში და რას არა

– სააგენტოს მიეცეს მეტი მოქნილობა განსაზღვროს ნაკლებად რისკიან, საშუალო რისკიან და მაღალ რისკიანი აქტივებში განთავსების ზღვრები;

– მომზადდეს გადაწყვეტილება, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს; შეუწყდეთ სოციალური (საბაზო) პენსია, თუ მათი დანაზოგი გარკვეულ ზღვარზე მაღლაა;

– განისაზღვროს ვადა, საიდანაც სოციალური (საბაზო) პენსიის ზრდა, მათ შორის ინდექსაციით, შეჩერდება;

– დაიწყოს საპენსიო ასაკის გასაზრდელად მუშაობა საზოგადოებრივი ცნობიერების მოსამზადებლად;

– საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მოხდეს ფინანსურ ინსტრუმენტებში;- დაიწყოს საპენსიო სქემის გაფართოება, მასშტაბის ეფექტის გასაზრდელად;

Leave a comment