Skip to content Skip to footer

ამას რეალურად არანაირი სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვის – ქეთი კრიალაშვილი ფასების რეგულირებაზე

პრემიერ მინისტრმა თებერვლის დასაწყისში, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში იმპორტიორების მხრიდან არასწორი მიდგომა უწოდა ფასნამატის სისტემას, ისინი ხალხის ხარჯზე გამდიდრებააში ეჭვმიტანილებად  და სამთავრობო გუნდს საკითხების შესწავლა, შესაბამისი რეაგირება და მაქსიმუმ 2 კვირაში სრული სურათისა და გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა. დაიწყო კანონპროექტის შექმნა, რომელსაც სურსათი უნდა გაეიაფებინა, თუმცა დროებით საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მიზეზად პროდუქტების გლობალური ფასების კლება დასახელდა, რაც საქართველოზეც გავრცელდება და ზედმეტი ხელოვნური ჩარება მთავრობამ ამ ეტაპზე საჭიროდ აღარ ჩათვალა.

ეკონომისტი ქეთი კრიალაშვილი მთავრობას სურსათის ფასების რეგურების მცდელობას აკრიტიკებს.

“ესაა უხეში ზემოქმედება ბაზრაზე, რომელსაც რეალურად არანაირი სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვის,” – ამბობს ეკონომისტი “აგრო სიახლეებთან”.

იგივე აზრისაა ეკონომისტი ნიკა შენგელიაც. მისი შეფასებით ეს პოპულისტობაა და მეტი არაფერი.

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?

Leave a comment