Skip to content Skip to footer

სწორია თუ არა ერთნაირი მიდგომა ფარმაცევტულ და სასურსათო ბაზარზე ფასების დასარეგილირებლად?

პრემიერ მინისტრმა თებერვლის დასაწყისში, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში იმპორტიორების მხრიდან არასწორი მიდგომა უწოდა ფასნამატის სისტემას, ისინი ხალხის ხარჯზე გამდიდრებააში ეჭვმიტანილებად  და სამთავრობო გუნდს საკითხების შესწავლა, შესაბამისი რეაგირება და მაქსიმუმ 2 კვირაში სრული სურათისა და გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა. დაიწყო კანონპროექტის შექმნა, რომელსაც სურსათი უნდა გაეიაფებინა, თუმცა დროებით საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მიზეზად პროდუქტების გლობალური ფასების კლება დასახელდა, რაც საქართველოზეც გავრცელდება და ზედმეტი ხელოვნური ჩარება მთავრობამ ამ ეტაპზე საჭიროდ აღარ ჩათვალა.

მთავრობის ამ ინიციატივას ეკონომისტების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგმა აზრი მოიწონა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრნობით, თქვა, რომ კარგი იქნება, მთავრობა ამ გაბედულ ნაბიჯს თუ მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგამს, თუმცა ფინანსისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ბაზარზე უხეში ჩარევა იქნება და სიკეთეს არავის მოუტანს. ზოგი უფრო შორსაც წავიდა და მთავრობას პოპულისტობაშიც დასდო ბრალი.

სასურსათო ფასნამატის განსაზღვრის აუცილებლობაზე საუბრისას მთავრობას ხშირად წამლებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების მაგალითი მოჰყავს და ამტკიცებს, რომ ზღვრული ფასების დაწესებით წამლები გაიაფდა.  ეკონომისტები ამ არგუმენტს უსაფუძვლოს უწოდებენ.

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?

Leave a comment