🔴2026 წლის რთველი ოფიციალურად, როგორც სამინისტრო გვეუბნება, ორგანიზებულად მიმდინარეობს, თუმცა მევენახეების ნაწილის გამოცდილება ბევრ ისეთ პრობლემას კვეთს, რომელთა გამო ისინი ფინანსურ ზარალს ვერარ აუდიოან. რით არიან უკმაყოფილო მევენახე ფერმერები და რამდენად საკმარისია სახელმწიფოს რეაგირება იქ, სადაც მევენახე მოსავლისა და შემოსავლის დაკარგვის რისკთან პირისპირ რჩება.
🔴თითქმის 20-მილიარდიანი აგრობიზნესი, გაზრდილი დასაქმება და შემცირებული უმუშევრობა, „წინსვლა ყველა მიმართულებით“, – ასეთ სურათს გვიხატავს პრემიერი, მაგრამ ციფრებს მიღმა შემცირებული რეალური წარმოება, დაცლილი სოფლები და ფერმერების გაუარესებული მდგომარეობა სხვა რამეს ამბობს. თვალებში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობა და სულ სხვანაირი რეალობა სოფლად.
🔴 მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობამ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები შეცვალა – კახელ მევენახეებს მოუსმინეთ “აგრო სიახლეებში”.
🔴რაჭაში, სოფელ ზუდალთან, მდინარე ხეორი 21 სექტემბერს მთლიანად გაქრა, ორი დღის შემდეგ კი წყალი ისევ დაბრუნდა. რა მოხდა მდინარეზე, უკავშირდება თუ არა წყლის დონის მკვეთრი ცვლილება ბუნებრივ პროცესს, „ხეორი ჰესის“ საქმიანობას ან სხვა ჩარევას და არსებობდა თუ არა გარემოსდაცვითი თუ მეწყრული რისკი? პასუხები ამ დრომდე უცნობია
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
