🔴 მწვანე ენერგია ტყის გაჩეხვის ფასად – გოგნში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას ათასობით ხის, მათ შორის „წითელი ნუსხის“ სახეობების გარემოდან ამოღება უნდა მოჰყვეს. რატომ შეირჩა პროექტისთვის სენსიტიური ტყის ტერიტორია, არსებობდა თუ არა ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივა და რატომ არ არის საზოგადოებისთვის სრულად ხელმისაწვდომი სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის შეთანხმების პირობები? რასთან გვაქვს რეალურად საქმე, – მწვანე ენერგიასთან თუ მწვანე თვალთმაქცობასთან? მოგიყვებით, რა ეკოლოგიური ფასი შეიძლება ჰქონდეს „მწვანე ენერგიას“ გოგნში და რაზე აქვთ განგაში გარემოსდამცველებს.
🔴ადგილობრივების თქმით, ჭიათურაში “მარგანეცი წყევლად ექცა ხალხს”, 3 ლარად გაყიდული ტბა, უწყლოდ, უგზოდ და უგაზოდ დარჩენილი ხალხი და დასანგრევად გაწირული მორიგი სოფელი ჭიათურაში. შუქრუთი, ითხვისი, მღვიმევი, ხალიფაური, რგანი, ზედა რგანი, ბუნიკაური – ეს მხოლოდ ნაწილია იმ სოფლებისა, სადაც მანგანუმის მოპოვებას ნგრევა, დაბზარული სახლები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები და მოსახლეობის გადინება მოჰყვა. ახლა ზოდის ჯერია?
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
