Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 1 (სეზონი 17)

🔴 ცარიელი კლასები, დაკეტილი სკოლები, სხვა დასახლებებში მოსიარულე ბავშვები და მოსახლეობის კლება, – რას გვამცნობს პირველკლასელთა შემცირება სოფლად და რა საფრთხეს უქმნის სოფლის დაცლა ქვეყნის დემოგრაფიას, ეკონომიკასა და სასაზღვრო რეგიონების მდგრადობას? – დეტალებს გაეცანით ჩვენს მიმოხილვაში

🔴როგორ ხართ სკოლაში? – ეს კითხვა დავსვით ჩვენს ახალ აუდიო-ვიდეო რუბრიკაში „როგორ ხართ?“. ვუსმენთ ადამიანებს, მათ ყოველდღიურ ამბებს, ფიქრებსა და განწყობებს. რადგან ზოგჯერ ყველაზე მარტივი კითხვა ყველაზე მნიშვნელოვან პასუხებს გვაძლევს.

🔴დმანისში ცოფის გამო კარანტინის ამოქმედდა – ინფექცია ორ მსხვილფეხა საქონელს დაუდასტურდა. ეს უკვე მინიმუმ მეშვიდე შემთხვევაა, რომელიც 2026 წელს საქართველოში საჯაროდ დაფიქსირდა. საიდან ხვდება ცოფი ფერმებში, რამდენად კონტროლდება ვირუსის გავრცელება გარეულ და მიუსაფარ ცხოველებში და რამდენად ეფექტიანია პრევენციის სახელმწიფო სისტემა? რა ვიცით ვაქცინაციაზე და რა ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი? – ნახეთ ჩვენს მასალაში.

🔴წლევანდელ რთველს კახელი მევენახეები ისევ სეტყვის, ძლიერი ნალექისა და სხვა კლიმატური რისკების ფონზე ხვდებიან. ბევრ მათგანს მოსავალი დაუზღვეველია, კითხვებია სტიქიისგან დაცვის მთავარი მექანიზმების ეფექტიანობაზე. რამდენად იცავს სახელმწიფო ფერმერს და რატომ რჩება ის ხშირად ბუნებრივ საფრთხეებთან თითქმის მარტო? წლევანდელი რთველი, სეტყვის რისკი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ნახეთ ჩვენს მიმოხილვაში.

🔴სექტემბერი მევენახეებისთვის გადამწყვეტი თვეა – რთველი მენეჯმენტის გარეშე ზარალისთვისაა განწირული. რჩევები ფერმერებს “აგროსიახლეებში”

უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.