🔴როცა პენსიის 45 ლარით გაზრდაც მიღწევად ითვლება, მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები კი ათასობით ლარით იზომება, კითხვები ჩნდება ბიუჯეტის სამართლიან გადანაწილებაზე. რატომ არის მინისტრის მაღალი ხელფასი კორუფციის პრევენციის არგუმენტი, მაშინ როცა პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჯარისკაცებისა და ვეტერანებისთვის ღირსეული შემოსავალი კვლავ პრობლემაა? რა არის სახელმწიფოს პრიორიტეტი და ვის რა ერგება ბიუჯეტიდან?
🔴რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის კვლავ ჩაიკეტა. არასტაბილიური ბაზარი, ემბარგოს გამოცდილება, პოლიტიკური რისკები და ეკონომიკური დამოკიდებულება. რამდენად უსაფრთხოა ქართული პროდუქციის ექსპორტის რუსეთზე მიბმა და რა საფრთხეები ემუქრება ღვინის, მინერალური წყლებისა და ხილის მწარმოებლებს?
🔴ფშავში ხიდი ჩაინგრა და ავტომობილი მდინარეში ჩავარდა. გურიაში სასწრაფო დახმარების მანქანის გადასაადგილებლად ტრაქტორი გახდა საჭირო, სვანეთში პედაგოგი ამტკიცებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დასაჯეს და სოფლის გზის რეაბილიტაციისას მხოლოდ მის სახლთან მისასვლელი მონაკვეთი დატოვეს მოუწყობელი. სამი ისტორია, რომელიც გაცილებით მეტს გვიყვება, ვიდრე მხოლოდ ინფრასტრუქტურის მდგომარეობაა.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
