როგორ ცოცხლდება აბრეშუმის ძველი გზა დასავლეთ საქართველოში?
იმერეთიდან გურიამდე, ზესტაფონიდან ხიდისთავამდე, ვნახეთ ადამიანები, რომლებიც მივიწყებულ ტრადიციას ახალ სიცოცხლეს აძლევენ. აბრეშუმის ჭია, თუთის ფოთოლი, პარკი, ხელით შექმნილი ქაღალდი და თანამედროვე ნივთები, რომლებიც ძველ ცოდნას ახალ შესაძლებლობად აქცევს.
როგორ შეიძლება აბრეშუმი გახდეს შემოსავლის წყარო, განათლების ნაწილი და სოფელში ქალების გაძლიერების გზა, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.
მეაბრეშუმეობა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ქმნის, ხელს უწყობს მცირე მეწარმეობის განვითარებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. დარგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების მხარდაჭერით ქართული აბრეშუმი შეძლებს ძველი დიდების დაბრუნებას და კვლავ იქცევა იმ ბრენდად, რომლითაც საქართველო მსოფლიოს წინაშე იამაყებს.