Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 4 (სეზონი 17)

🔴წვიმა ბუნებრივი მოვლენაა და ყველგანაა, მაგრამ როცა რამდენიმე წუთიანი ნალექი ქუჩებს ტბორავს, ახლად რეაბილიტირებულ სტრატეგიულ ობიექტებში წყალი ჩამოდის და ცუდად მოწყობილი სანიაღვრე ინფრასტრუქტურა თავად იქცევა საფრთხედ, სპეციალისტების შეფასებით, პრობლემა ამინდის პროგნოზი კი არა, უფრო, მმართველობის ხარისხია.

🔴სესხის აღება რთულდება. ეროვნული ბანკის ახალი წესით, 1500-დან 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებს ბანკები ნაკლებ საკრედიტო ტვირთს დაუშვებენ. რას ნიშნავს ეს ქალაქისა და სოფლის ოჯახებისთვის?

🔴ნაგავსაყრელების სიახლოვეს საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც არიან. დაბინძურებული ჰაერი, ნაჟური წყლები, ნარჩენებთან პირდაპირი კონტაქტი და ინფექციების გავრცელების რისკი ყოველდღიურ რეალობად რჩება. რა საფრთხეს ქმნის ძველი ღია ტიპის ნაგავსაყრელები გარეწმოში და რა რისკებს აჩენს მოსახლეობისთვის და ცხოველებისთვის? რატომ ჭიანურდება პრობლემის საბოლოო მოგვარება? — დეტალებზე ჟურნალისტი ბელა გელაშვილი გიამბობთ.

🔴კერძო სექტორის ინფორმაციით, ბოლო წლებში ხმობის შედეგად დაახლოებით 7 ათას ჰექტარზე თხილის ბაღებია დაზიანებული. წელს მეთხილეობისთვის სუბსიდირების სპეც.პროგრამაც შეწყდა. რატომ ხმება თხილი საქართველოში, რა დაავადებები და მავნებლები უქმნის საფრთხეს მოსავალს და რას აკეთებს სახელმწიფო კულტურის დასაცავად?

🔴თუ საკუთარ ეზოში ჭაბურღილის მოწყობას გადაწყვეტთ, სახელმწიფოს უნდა აცნობოთ – რა შეიცვალა და ვის ეხება ეს?

უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.